ეროვნული კორპუსი

ნაციონალური კორპუსები იქმნება სამეცნიერო კვლევებისა და ენის გაღრმავებული შესწავლის მიზნით. თანამედროვე მიდგომებით ენის კვლევა წარმოუდგენელია ენის კონკრეტული გამოვლინებების (performance), სტატისტიკური მონაცემების ანალიზის გარეშე. განვითარებული მსოფლიოს ენათა უმრავლესობას უკვე აქვს ნაციონალური კორპუსები.


ქართული ენის ნაციონალური კორპუსის არქონა ართულებს კვლევების წარმართვას ქართველოლოგიის მიმართულებით და ქართული ენობრივი მასალის გაღრმავებულ შესწავლას მსოფლიოში აღიარებული სტანდარტებისა და მეთოდების გამოყენებით. 

დღესდღეობით არსებობს შემდეგი კორპუსები:
TITUS - ARMAZI - კავკასიური ენები და კულტურები: ელექტრონული დოკუმენტაცია 
პირველი ქართულენოვანი ტექსტების აკადემიური მონაცემთა ბაზა. აერთიანებს სხვადასხვა პერიოდის ქართული ლიტერატურის ტექსტურ მასალას.
ხელმძღვანელი: იოსტ გიპერტი
GEKKO[1] - თანამედროვე ქართული ენის კორპუსი
კორპუსი მოიცავს ორ სუბკორპუსს: თანამედროვე ქართული ენის კორპუსს (124 055 170 ერთეული) და ქართულ ლიტერატურულ კორპუსს, მორფოლოგიური ანოტირებით (20 903 850 ერთეული). პროექტის ხელმძღვანელი: Paul Meurer, Uni Computing[2].
საქართველოს ლინგვისტური პორტრეტი[3] - ქართული დიალექტური კორპუსი
ქართულ დიალექტურ კორპუსში წარმოდგენილია სამი ქართველური ენა (ქართული, სვანური, ზანური) და მათი დიალექტები. პროექტის ხელმძღვანელი: მარინე ბერიძე.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდინარე პროექტები:
  • “ვეფხისტყაოსნის“ ქართულ-ინგლისური კორპუსი 
  • თანამედროვე ქართული ენის კორპუსი (1991-2011)



[1] http://iness.uib.no/gekko/overview?session-id=231054467571963
[2] http://uni.no/?lang=en
[3] http://www.mygeorgia.ge/gdc/Default.aspx